საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ტვიტერში უკრაინის მხარდასაჭერად ოთხპუნქტიან გეგმას აქვეყნებს.
ჯოზეფ ბორელი წერს, რომ უკრაინიდან მკაფო გეგმით დაბრუნდა. პირველი პუნქტი ევროპის სამშვიდობო ფონდიდან 500 მილიონიან დახმარებას გულისხმობს, რომელიც უკვე გზაშია.
ევროკავშირი უკრაინას იარაღსაც მიაწოდებს, რომელიც მის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
ბორელი რუსეთის სამხედრო დანაშაულებების გამოძიების საკითხებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან შეხვედრაზე აპირებს. ევროკომისარი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით მასშტაბური სანქციების დაწესებას მოითხოვს ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით.
ბორელი დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მოწვევას აანონსებს, რომელზეც უკრაინის მხარდასაჭერად შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.