ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება

06 აპრილი 2022, 14:02 780 ნახვა

ნატოს მხრიდან უკრაინის დახმარებაზე იმსჯელებენ დღეს ალიანსში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრას ხვალ უკრაინის პირველი დიპლომატიც შეუერთდება. დმიტრო კულებასთან მინისტრები უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ. 

მინისტერიალზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, ის მის კოლეგა მინისტრებს შეხვდება.

საქართველოს მონაწილეობით ალიანსის შტაბ-ბინაში დაგეგმილია ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით.

ბორელთან ილია დარჩიაშვილს ცალკე შეხვედრაც უნდა შედგეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი