მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი” ბათუმში აჭარის ოსმალეთის იმპერიისგან გათავისუფლების მემორიალის დადგმას ისევ ითხოვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქალაქის საკრებულოს საკითხის განსახილველად დღეს განმეორებით მიმართა. ნიაზ ბოლქვაძის განცხადებით, გასულ წელს შეტანილ განცხადებაზე, რომელსაც 3 ათასი ბათუმელის ხელმოწერა ერთვოდა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ამჯერად კი მოთხოვნას ხელს 23 ათასი ბათუმელი აწერს. მიმართვას დღეს საკრებულოში გამოეხმაურნენ. ნინო ბერაძის ინფორმაციით, მემორიალის დადგმის თაობაზე თვითმმართველმა ორგანომ რეკომენდაციისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართა.