ბათუმში მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი იწყება. შეჯიბრება ქალთა და მამაკაცთა შორის პირად პირველობაში, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება.
საქართველოს თასი გათამაშდება პარამშვილდოსნებში. საქართველოს თასზე დიდებს შორის სასროლო დისტანცია 70, კადეტებში კი 60 მეტრი იქნება. ხვალ საკვალიფიკაციო რაუნდი გაიმართება, 8 აპრილს კი ფინალური შეხვედრები ჩატარდება.
ტურნირის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევაა, რომლებიც შემდეგ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და თასის გათამაშებებში მიიღებენ მონაწილეობას.