რუსეთი უკრაინაში გეგმებს ცვლის და ომის ახალი ფაზისთვის ემზადება. იგი შესაძლოა რამდენიმე თვე ან უფრო მეტხანს გაგრძელდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთი თავის ძალებს უკრაინული არმიის წინააღმდეგ თავდასხმისთვის დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში გადაანაწილებს. სავარაუდოდ აგრესორი გააგრძელებს ნიკოლაევის ბლოკირებას და ხარკოვზე შეტევას. ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, რუსეთის ჯარი უკრაინის ჩრდილოეთიდან დონბასში გადაჯგუფდება. ოკუპანტები იქ ათობით ათასი ჯარისკაცისგან დაკომპლექტებულ ტაქტიკური ჯგუფების დამატებით ბატალიონებს განათავსებს.
აშშ-ის პროგნოზით, რუსეთი ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების უფრო ფართო საზღვრებში დაპყრობას შეეცდება, რათა წინა სამხედრო წარუმატებლობის კვალი წაშალოს.