ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მარიუპოლში ჩავიდა. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ დიმიტრი საბლინთან ერთად მან მოინახულა ქალაქის საავადმყოფო და სამედიცინო დაწესებულებისთვის საჭირო პრეპარატების პარტია გადასცა.
არაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს ბიბილოვი შეხვდა დონეცკის დე ფაქტო მეთაურს დენის პუშილინს.
შეხვედრაზე დონბასის მოსახლეობისთვის დახმარების მიზნით ურთიერთმოქმედების საკითხები განიხილეს.