ევროსაბჭო ბუჩაში განხორციელებულ მასობრივ მკვლელობას გმობს

04 აპრილი 2022, 14:10 454 ნახვა

„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს სისასტიკეს, რომელიც რუსმა სამხედროებმა  მათ მიერ  დაკავებულ ქალაქებში ჩაიდინეს“ - წერია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან დიდი მსხვერპლის, ასევე  სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების კადრები  სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს გვიჩვენებს, რომელსაც რუსეთი  უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მასობრივი მკვლელობები ევროპულ  მიწაზე ჩადენილი  სიმხეცეების სიაში შევა - აღნიშნულია განცხადებაში. 

ევროპის საბჭოში  აღნიშნავენ, რომ ყველა დამნაშავე რიგითი ჯარისკაციდან დაწყებული დამთავრებული სამხედრო მაღალჩინოსნებით კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი