მასობრივი ხოცვა ბუჩაში, ირპინსა და გოსტომელში - რეპორტაჟი უკრაინიდან

03 აპრილი 2022, 21:07 2880 ნახვა

ქუჩებში დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეები, მათი ნაწილი ნაწამები. რუსები, გამვლელებთან ერთად, ხოცავდნენ ტყვედ აყვანილებს.

მძიმე ვითარებაა ბუჩასა და ირპენში, ისევ ჰუმანიტარული კრიზისია მარიუპოლში, ხარკოვში კი სროლის ხმა ისმოდა. სარაკეტო იერიში განხორციელდა ქალაქ ნიკოლაევზეც.

ჩერნობილის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ეწვივნენ, კოლეგებს რადიაციით დაასხივებენ.

სერგეი მირნის თქმით, მათ შეუძლიათ ტანსაცმელზე რადიოაქტიური მტვერი ატარონ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი