საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ანტალიის გრანდ სელმი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.
ქართველმა ძუდოისტებმა 4 მედლის აღება მოახერხეს, აქედან 2 ოქროს და 2 ვერცლის მედალის მოპოვეს .
+100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ურამ თუშიშვილმა უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
გიორგი ტერაშვილმა 73 კგ.ში ასევე ოქროს მედლით დაასრულა ასპარეზობა.
ვერცხლის მედლები კი ლუკა მაისურაძემ და ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვეს.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს შემდეგ მეორე და მესამე ადგილები საფრანგეთმა და ბრაზილიამ გადაინაწილეს.