რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი. გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი უკრაინიდან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს მოლაპარაკებებში - ამბობს, „ნატოს“ გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ როგორც ითქვა, რუსეთი კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს შეამცირებს, მაგრამ რუსეთმა, საკუთარი განზრახვების შესახებ არაერთხელ მოიტყუა. სტოლტენბერგის თქმით, ის დახმარება, რომელიც ნატო-მ უკრაინის ჯარებს, წვრთნებისა და ტექნიკით უზრუნველყოფის სახით გაუწია, არის მიზეზი იმ მამაცობისა, „რამაც მსოფლიო შთააგონა“.