თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი, თუმცა დეტალები უნდა დაზუსტდეს.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ემხრობა, ნაცვლად ამისა, პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთის სამხედრო ნაბიჯების წინააღმდეგ დგომას და დიალოგის გაგრძელებას.
„ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში, არამედ ჩვენთან მჭიდრო კავშირში არსებულ ბევრ გეოგრაფიაში, როგორიცაა სირია, ლიბია და სამხრეთ კავკასია“, – თქვა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთს სურს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დიალოგი, რომ ლიდერები სისხლისღვრის შესაჩერებლად შეკრიბოს.