რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 148 ბავშვი დაიღუპა, 232 კი დაიჭრა

31 მარტი 2022, 12:50 1119 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 148 ბავშვი დაიღუპა, 232 კი დაიჭრა. უწყების ცნობით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი კიევის ოლქში ემსხვერპლა.

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე, დაღუპული და დაშავებული ბავშვების რეალური რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 1179 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1860 კი - დაშავდა.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 797 სასწავლო დაწესებულება. მათგან 76 მთლიანად განადგურდა. მათი განცხადებით, უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, ნიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონებში და ქალაქ კიევში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი