უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს თბილისში სავარაუდოდ დღეს ჩამოასვენებენ. ზუსტი დრო უცნობია. გადმოსვენებამდე დაღუპულ გმირი ვლოდიმირისკის ეკლესიაში დაასვენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
უკრაინაში მყოფი ქართველი მოხალისის მირო ვანაძის ინფორმაციით, დავით გობეჯიშვილი უკრაინაში დაღუპვამდე 5 დღით ადრე ჩავიდა. ის მანამდე აფხაზეთსა და ცხინვალში იბრძოდა. გობეჯიშვილი ის კიევთან ახლოს, ქალაქ ირპენში დაბომბვას შეეწირა.
უკრაინაში ამ დრომდე 4 ქართველი მებრძოლია დაღუპული. მათგან ორი სამშობლოში სამხედრო წესით უკვე დაკრძალეს.