მეწყერი ცენტრალურ მაგისტრალზე

28 დეკემბერი 2016, 00:00 4111 ნახვა

ამ დრომდე შეზღუდულია მოძრაობა ბათუმი - ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე. სოფელ პირველ მაისთან  მეწყერი გუშინ ჩამოწვა და დღეს ორჯერ განმეორდა, რის გამოც გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივადაა დასაშვები. ჩაკეტილი გზის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა  ხიჭაურში, წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტში. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი