ახალ წლამდე სამი დღე რჩება, თუმცა ბათუმში საახალწლო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თქვენ და თქვენს პატარებს ფერადი სანახაობები გელოდებათ- ზღაპრის გმირები, სანტა კლაუსი , ელფები, ოჩოფეხები, ანიმატორები და დრამერები. ასევე დღეს ევროპის მოედანზე ნახავთ ლაშა ღლონტის სტუდიის ბავშვებს, საბავშვო თანამედროვე ცეკვების სტუდიის აღსაზრდელებს და ბასტი ბუბუს კონცერტებს. საღამოს კი მთავარი ღონისძიება გაიმართება. ნაძვის ხის გვერდით დამონტაჟებულ დიდ სცენაზე იხილავთ და მოუსმენთ “ჯეოპლანტს” და ანსამბლ “ბათუმს”. კონცერტი საღამოს 7 საათზე დაიწყება.