რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ხვალ სტამბოლში გაიმართება

28 მარტი 2022, 10:22 670 ნახვა

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში ხვალ, სტამბოლში გაიმართება.​ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირას სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა სტამბულში გაიმართება.

უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი დავით არახამია აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 28-30 მარტს თურქეთში გაიმართება. არახამიას თქმით, ამის შესახებ დელეგაციები დღეს, ვიდეოზარისას შეთანხმდნენ. მას არ დაუკონკრეტებია, როგორი იქნება დელეგაციების შემადგენლობა თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში