განათლების მინისტრი კოლეჯ „იკაროსში“

27 მარტი 2022, 14:45 999 ნახვა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე კოლეჯ „იკაროსს“ ეწვია და შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის შექმნილ სასწავლო გარემოსა და სწავლების პროცესს გაეცნო.

კოლეჯი „იკაროსი“ 2014 წლიდან არის ჩართული ინკლუზიური პროფესიული განათლების პროგრამის განხორციელებაში და უკვე 200-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს კულინარიისა და სარესტორნო საქმის მიმართულებით. 

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში