ზელენსკიმ დოჰას ფორუმის მონაწილეებს მიმართა

26 მარტი 2022, 19:26 1006 ნახვა

"უსამართლობაა როდესაც პრივილიგებული ხმა, უმრავლესობის ხმას ფარავს" - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას ფორუმის მონაწილეებს.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებში თავის გავლენებს იყენებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლში მეჩეთების დაბომბვასა და მუსლიმების უფლებების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში