ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში - აშშ-ის პრეზიდენტის მთავარი აქცენტები

26 მარტი 2022, 13:06 1087 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელიდან პოლონეთში გუშინ ჩავიდა,  სადაც ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართა.

ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას, ასევე იქ მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც სიმამაცისთვის შეაქო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს კიდევ  ერთხელ უწოდა „ომის კრიმინალი კაცი“.

მისი თქმით, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად ქვეყანა  მილიარდ დოლარს გამოყოფს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან პოლონეთმა ორი მილიონ 200 ათასზე მეტი ლტოლვილი მიიღო, რისთვისაც ჯო ბაიდენმა პოლონელებს მადლობა გადაუხადა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში