საახალწლო ღონისძიებები

28 დეკემბერი 2016, 00:00 2263 ნახვა

ახალ წლამდე სამი დღე რჩება, თუმცა ბათუმში საახალწლო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ამ წუთებში ევროპის მოედანზე, ნაძვის ხის მიმდებარედ სხვადასხვა სახის საბავშვო ღონისძიება იმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თქვენ და თქვენს პატარებს ფერადი სანახაობები გელოდებათ- ზღაპრის გმირები, სანტა კლაუსი , ელფები, ოჩოფეხები, ანიმატორები და დრამერები. ასევე დღეს ევროპის მოედანზე ნახავთ ლაშა ღლონტის სტუდიის ბავშვებს, საბავშვო თანამედროვე ცეკვების სტუდიის აღსაზრდელებს და ბასტი ბუბუს კონცერტებს. ღონისძიებები 12 საათიდან დაიწყო და 19 საათამდე გაგრძელდება. საღამოს კი მთავარი ღონისძიება გაიმართება. ნაძვის ხის გვერდით დამონტაჟებულ დიდ სცენაზე იხილავთ და მოუსმენთ “ჯეოპლანტს” და ანსამბლ “ბათუმს”. კონცერტი საღამოს 7 საათზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი