ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალები და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალები ერთმანეთის მხარდამხარ გადიოდნენ სწავლებას. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, წელს სწავლება გართულებული გარემოების ფონზე წარიმართა.
პრეზიდენტი პუტინი სასტიკად და სრულიად გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში. მან შეაჩერა მშვიდობა ევროპაში. პირველად არ ხდება, როდესაც რუსეთი ძალის გამოყენებით ცდილობს მიზნის მიღწევას.
რაც ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, სტოლტენბერგმა გაიხსენა 2008 განვითარებული მოვლენები.