უკრაინის ქალაქ ბერდიანსკში რუსული სადესანტო ხომალდი გაანადგურეს

24 მარტი 2022, 11:32 830 ნახვა

უკრაინის ქალაქ ბერდიანსკში რუსული სადესანტო ხომალდი გაანადგურეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები ავრცელებს.

„რუსეთის მიერ მიტაცებულ ბერდიანსკის პორტში შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი „ორსკი“ გავანადგურეთ“, –  ნათქვამია უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, რომ ერთი გემი ჩაიძირა, ორს ცეცხლი გაუჩნდა და მათთან ერთად განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი და საწვავის ავზები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში