ლიეტუველი დეპუტატები სიმბოლო Z-ს საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას ითხოვენ

24 მარტი 2022, 11:23 1211 ნახვა

ლიეტუვის პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით მიმართეს რუსეთის სამხედრო და სატვირთო ტექნიკაზე გამოსახული ნიშანი Z და გეორგიევსკის ლენტის ფერები, ნაცისტურ სიმბოლიკად აღიარების შესახებ. 

საინფორმაციო სააგენტო ELTA-ს ცნობით, დეპუტატებმა დაარეგისტრირეს ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებების შესახებ კანონში. დეპუტატების თქმით, ამ ორ სიმბოლოს პრორუსული აქტივისტები პროპაგანდისტული და დაშინების მიზნით იყენებენ. მათივე განცხადებით, ჯარიმა 500 ევრომდე უნდა იყოს. 

ლიეტუვა მეორე ქვეყანაა, რომელიც ამ სიმბოლოს აკრძალვას საკანონმდებლო დონეზე ითხოვს. მანამდე ასეთი ინიციატივა ქონდა ჩეხეთსაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი