ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქე, მათ შორის თინა კანდელაკი "შავ სიაში" შეიყვანა

24 მარტი 2022, 11:07 1188 ნახვა

ლატვიამ ომის მხარდაჭერისთვის „შავ სიაში“ რუსეთის ფედერაციის 25 მოქალაქე დაამატა. მათ შორისაა თინა კანდელაკიც.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ პირებს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალებათ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც გართობისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან, აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატეს რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისადმი, ისინი საჯაროდ ამართლებდნენ და პროპაგანდირებდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

სიაში მოხვდა: მარია სიტელი, დიმიტრი გუბერნიევი, ვლადიმერ მაშკოვი, არტიომ ჟოგა, თინა კანდელაკი, ვიქტორ პოლაკოვი, პოლინა გაგარინა, ნიკოლაი რასტორგუევი, ვიტალი ლოკტევი, ალექსანდრე ეროხინი, სერგეი პერეგუდა, ვასილი გერელო, ნატალია პოდოოლსი, ვიქტორია დაინეკო, დენის მაცუევი, ნიკიტა მიხალკოვი, ვალერი გერგიევი, დიმიტრი სტრელცოვი, ალექსეი ტარასოვი, პაველ სუჩკოვი, ალექსეი კანტური, სერგეი პოლუნინი, ვიქტორია ციგანოვა, სტას მიხაილოვი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი