უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს 

24 მარტი 2022, 09:59 1367 ნახვა

უკრაინაში დაღუპული მებრძოლები დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი გამთენიისას თბილისში ჩამოასვენეს. ​

დაღუპულ ქართველი მებრძოლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქალაქეები დახვდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ადგილზე მოქალაქეებმა ჯაჭვი გააკეთეს, მათ თან ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები და სანთლები.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. ზურაბიშვილმა, გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

რაც შეეხება უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ბახვა ჩიქობავას, მისი გამოსვენება დაბომბილი მარიუპოლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი