აშშ ოფიციალურად აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს, - ამის შესახებ განცხადება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა.
"დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობა აფასებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. ჩვენი შეფასება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან არსებული ინფორმაციის გულდასმით განხილვას ეფუძნება“, - განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ გაუზიარებს ამ ინფორმაციას მოკავშირეებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებსაც ევალებათ გამოიძიონ ბრალდებები ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე.