კიევში, რუსი ოკუპანტების იერიშს გამოცემა "The Insider"-ის ჟურნალისტი, ოქსანა ბაულინა ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად გამოცემა ავრცელებს
მათივე განცხადებით, ჟურნალისტი უკრაინის დედაქალაქში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად დაღუპულია კიდევ სამი პირი.