რუბეჟნოეში რუსული ჭურვი მრავალსართულიან შენობას მოხვდა, დაიღუპა სამი ადამიანი - უკრაინული მედია

23 მარტი 2022, 10:46 604 ნახვა

რუბეჟნოეში რუსული ჭურვი მრავალსართულიან  შენობას მოხვდა - დაიღუპა სამი ადამიანი, მათგან ორი ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსი სამხედროების დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა საწარმოს და საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში.

მისივე განმარტებით, მაშველები ამ დრომდე მუშაობენ ლისიჩანსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში