მიხეილ ყაველაშვილი, საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს შვილებთან და თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დაესწრო

15 ოქტომბერი 2025, 09:23 182 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი,  საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს შვილებთან და თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დაესწრო. კოჯაელის სტადიონზე კოლეგებმა პირისპირ შეხვედრაც გამართეს და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი  ქართველი ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, დამარცხების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდის ერთად შეკვრა და წინ გამარჯვებისკენ სვლა. 

საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე დაესწრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში