შეთავაზება ისრაელის მოქალაქე სტუდენტებს

22 მარტი 2022, 10:52 1097 ნახვა

ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან და უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქვთ სურვილი სწავლა გააგრძელონ საქართველოში, მობილობას დაჩქარებული პროცედურებით შეძლებენ - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყება საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ აღიარებულ ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებს, ასევე ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი