რუსმა ოკუპანტებმა დღეს კიდევ ერთი ჩინოსანი, ამჯერად ენერგოდარის ვიცე-მერი ივან სამოიდიუკი გაიტაცეს. ინფორმაცია ქალაქის მერმა დმიტრო ორლოვმა გაავრცელა.
მისი თქმით, ოკუპანტები ერჩიან ყველას, ვინც პრო-უკრაინელია. ახლა ვიცე მერის განთავისუფლების მოთხოვნით, ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანია გასული.