ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგა ორში მოგება სერიას აგრძელებს.
რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა "შუქურამ" მეოთხე ტურის შეხვედრაში გასვლაზე რუსთავში ადგილობრივ კლუბს ესტუმრა და 1:3 გაიმარჯვა.
ანგარიში მე-18 წუთზე შარიქაძემ გახსნა და "რუსთავმა" ტაიმი მოიგო.
მეორე ნახევარში ქობულეთლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანეს.
51-ე წუთზე ინგოროყვამ ანაგრიში გაათანაბრა.
8 წუთში კი პენალტიდან დუბლი შეასრულა და გუნდის წინ გაიყვანა მოახერხა.
შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 71-ე წუათზე ოლეგ მამასახლისმა დააფიქსირა.
4 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ქობულეთის "შუქურა" 12 ქულა აქვს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.
შემდეგ მატჩს გოცირიძის გუნდი 1 აპრილს საკუთარ კედლებში "სპაერის'' წინააღმდეგ გამართავს.