აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს ყველა გეგმას - პუტინი ყირიმის ანექსიის საზეიმო ღონისძიებაზე

18 მარტი 2022, 20:01 734 ნახვა

"ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ შემდეგში, როგორ გავაკეთოთ ეს და რის ხარჯზე. და ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს ყველა გეგმას, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, "ლუჟკინის" სტადიონზე აქცია-კონცერტის მიმდინარეობისას განაცხადა.

მოსკოვში ყირიმის ანექსიის მე-8 წლისთავს აღნიშნავენ. კონცერტზე სიტყვით გამოვიდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.

რუსეთის მოქალაქეებს ვლადიმერ პუტინი სიტყვით მიმართავდა რუსულ სატელევიზიო და "YouTube" არხებზე ტრანსლირება გაწყდაა, ეთერი კი რუსი მომღერლის მუსიკალური ნომრით გაგრძელდა.

ფაქტი, რუსმა ჟურნალისტებმა ინტერნეტთან არსებული ტექნიკური პრობლემით ახსნეს. მოგვიანებით კი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ მომხდარი სერვერზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

შეკრებილ მოქალაქეებს რუსეთის დროშები და Z სიმბოლოებით გაფორმებული ლენტები უჭირავთ ხელში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში