ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" მესამე შეხვედრა მოიგო. მეხუთე ტურის შეხვედრაში ბათუმელები გასვლაზე თბილისში "ლოკომოტივს" ესტუმრნენ და 0-2 დაამარცხეს.
ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გაფრინდაშვილის რბილი გადაცემის შემდეგ ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა.
მატჩის მიწურულს 92-ე წუთზე კი ლობჟანიძემ რადინი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმა საბოლოო ანგარიში 0-2 დააფიქსირა.
5 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შავიზღვისპირელებს 10 ქულა აქვთ და ამ დროისთვის პირველ ადგილზე იმყოფებიან.
შემდეგ მატჩს გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი სანაკრებო შესვენების შემდეგ 2 აპრილს საკუთარ მოედანზე "თელავის" წინააღმდეგ გამართავს.