უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

18 მარტი 2022, 17:46 1378 ნახვა

დავით რატიანი და გია ბერუაშვილი - უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, რუსი აგრესორები, რომლებიც უკრაინულ სამხედრო ფორმაში იყვნენ გადაცმული, ტერიტორიაზე სამი ტანკით შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შეტაკებისას დაიჭრა კიდევ რამდენიმე სამხედრო, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

შეტაკების შემდეგ, ოკუპანტებმა ტერიტორია დაბომბეს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში საბრძოლველად და დასახმარებლად საქართველოდან არაერთი მოხალისე გაემგზავრა. უკრაინაში  მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე, გვიყვება რა მოხდა ირპენში. მისი ინფორმაციით, ინტერნაციონალური მოხალისეთა ჯგუფი საბრძოლო დავალებას ასრულებდა, რა დროსაც რუსულმა მხარემ დაბომბვა დაიწყო.

უკრაინაში მებრძოლების სასწრაფო ევაკუაცია განხორცილდა, როგორც ამბობს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ დაკარგულებს, მოგვიანებით იპოვეს ორი ქართველი გარდაცვლილი, სამი უკრაინელი დაჭრილი ჯარისკაცი და მათი გამოყვანა მოახერხეს 8 კილომეტრიანი ტყე-პარკიდან, რომელიც დაიბომბა. მისივე ინფორმაციით, მებრძოლებს შორის არიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და სხვა ქართველებიც, მათ როგორც ნადიმ ხმალაძე ამბობს, რუსებს გაუნადგურეს 5 ჯავშანტრანსპორტიორი და დაიღუპა 20-მდე რუსი სამხედრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი