უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

18 მარტი 2022, 15:01 1000 ნახვა

ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ უკრაინაში საქართველოს საელჩოში ინფორმაცია ამ დრომდე არ შესულა – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუმცა მათ გარდაცვალებას ჩვენთან ადასტურებს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე, რომელიც გვიყვება რა მოხდა ირპენში. მისი ინფორმაციით, ინტერნაციონალური მოხალისეთა ჯგუფი საბრძოლო დავალებას ასრულებდა, რა დროსაც რუსულმა მხარემ დაბომბვა დაიწყო.

უკრაინაში მებრძოლების სასწრაფო ევაკუაცია განხორცილდა, როგორც ამბობს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ დაკარგულებს, მოგვიანებით იპოვეს ორი ქართველი გარდაცვლილი, სამი უკრაინელი დაჭრილი ჯარისკაცი და მათი გამოყვანა მოახერხეს 8 კილომეტრიანი ტყე-პარკიდან, რომელიც დაიბომბა.

მისივე ინფორმაციით, მებრძოლებს შორის არიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და სხვა ქართველებიც, მათ როგორც ნადიმ ხმალაძე ამბობს, რუსებს გაუნადგურეს 5 ჯავშანტრანსპორტიორი და დაიღუპა 20-მდე რუსი სამხედრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში