პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ საქართველო დატოვა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული, პოლონელი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ილია დარჩიაშვილთან ერთად გააცილა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რომლის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.