ტოჩინოშინი დადებით ბალანსზე გავიდა

17 მარტი 2022, 13:29 818 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოს მეხუთე დღეს ტოჩინოშინი დადებით ბალანსზე გავიდა.

ჰარუ ბაშოს მეხუთე დღეს ლევანის მეტოქე დასავლეთის მე-16 მაეგაშირა კოტოკუძანი იყო, რომელიც ქართველმა ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.

ამ დროისთვის გორგაძეს 3 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

მარტის ბაშოს მე-6 დღეს დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი დასავლეთისვე მე-12 მაეგაშირა ჩიიოტაირუს დაპირისპირდება.

ლევანი მეტოქეს ურთერთშეხვედრებში 10-5 ს უგებს.
ჰარუ ბაშოს ქართველის კარიერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ლევანი უარყოფითი ბალანის დაფიქსირების შემთხვევაში დიდი ალბათობით ქვედა დივიზიონში დაქვეითება.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს კარიერაში 95 ბაშოზე უასპარეზია, აქედან 75 შემთხვევაში ის რანგის უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი