ანტალიის გრანდ სლემზე საქართველო შვიდი ძიუდოისტით იასპარეზებს

17 მარტი 2022, 10:03 616 ნახვა

პირველი აპრილიდან სამი აპრილის ჩათვლით, თურქეთში ანტალიის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობით, 7 სპორტსმენი იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ქართველი სპორტსმენები მხოლოდ -60, -81, -90, -100-სა და +100 კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ. -66 და -73 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება, ასევე ანტალიაში არ იჭიდავებენ ქალი ძიუდოისტები.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ლუხუმ ჩხვიმიანი; ჯაბა პაპინაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, ბექა ღვინიაშვილი; ლუკა მაისურაძე, ონისე სანებლიძე და გურამ თუშიშვილი დაიცავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი