დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პუტინს ნათლად აუხსნეს, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში, არავითარ შემთხვევაში ნატოს არ შეუერთდება. ამის შესახებ Sky News წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია უარი თქვას ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მცდელობაზე.
„გუშინ კვლავ ველაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკის და რა თქმა უნდა მესმის, რას ამბობს ის ნატოზე და ამ დროისთვის არსებულ პოზიციაზე”, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.