ბუჩაში ოკუპანტებმა საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისეები გაიტაცეს

16 მარტი 2022, 12:38 734 ნახვა

ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისეები გაიტაცეს. 

სამხედროებმა საკრებულოს შენობაც დაარბიეს - ამის შესახებ უკრაინული მედია ბუჩას საკრებულოზე დაყრდნობით წერს.

დატყვევებულია სულ 6 ადამიანი, რომლებიც მოსახლეობას ეხმარებოდნენ. 

არსებული ინფორმაციით, რუსებმა პატიმრების პასპორტები და სხვა საბუთები გაანადგურეს. 

საკრებულოს წევრები პრეზიდენტის აპარატს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრს ირინა ვერეშჩუკს და კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, ამ ადამიანების გათავისუფლებაში დაეხმარონ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი