პროტესტი მოხეში

26 დეკემბერი 2016, 00:00 3622 ნახვა

მედიის ყურადღების ცენტრში, დღეს, სოფელი მოხე კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად საქმე საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს ეხება. პროტესტის ნიშნად მუსლიმი ბავშვები, დღეს, სკოლაში არ მივიდნენ. დირექტორს ისინი რელიგიურ ნიადაგზე შევიწროვებაში ადანაშაულებენ. მოსწავლეებმა პროტესტის ნიშნად, დღეს, სწავლა შეწყვიტეს. ისინი სოლიდარობას მუსლიმ გოგონას უცხადებენ.როგორც მოსწავლეები ამბობენ, სკოლის დირექტორმა მეთორმეტე კლასელ გოგონას სკოლაში თავსაფრით მისვლა აუკრძალა. მოსწავლეთა ნაწილი დირექტორის გადადგომას ითხოვს. თავად ადრესატი კი აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და სკოლაში თავსაფრით სიარული არავისთვის აუკრძალავს. ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები ეხმაურებიან.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში