უკრაინაში რუსულმა აგრესიამ გავლენა მოახდინა დასავლეთის ქვეყნების კულტურაზეც. ამის მაგალითი ლონდონში ქუჩის ხელოვნების ნიმუშებია. უკრაინის მხარდამჭერ ერთ-ერთ ნახატზე ლონდონელმა მხატვარმა ვოსკერსკიმ ქალი გამოსახა, რომელსაც უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში ქუდი ახურავს.
ბრიტანეთის დედაქალაქის სხვა ადგილებში კი ნახავთ წარწერებს დახურეთ უკრაინის ცა და თავისუფალი უკრაინა.