რუსეთ-უკრაინის ომმა 18 მილიონი ადამიანი დააზარალა - ჯანმო

14 მარტი 2022, 18:12 741 ნახვა

რუსეთ-უკრაინის ომმა 18 მილიონი ადამიანი დააზარალა, რომელთაგან 6,7 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა, სამმა მილიონმა ადამიანმა კი ქვეყანა დატოვა - ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისში აცხადებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად არის შეფერხებული მიწოდების ჯაჭვები და ბევრი სადისტრიბუციო ქსელი არ მუშაობს. ასევე, სამხედრო ოპერაციების გამო, მიუწვდომელია მარაგები, იწურება მედიკამენტები და საავადმყოფოებში გართულებულია ავადმყოფებისა და დაჭრილებისთვის დახმარების აღმოჩენა. 24 თებერვლიდან 11 მარტამდე პერიოდში თავდასხმები დაფიქსირდა ჯანდაცვის 31 დაწესებულებაზე, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში