პროდუქტების საწყობი, სასწრაფო დახმარების ცენტრი... - დაბომბილი ობიეტები და გარდაცვლილი ორი ბავშვი

12 მარტი 2022, 18:14 1146 ნახვა

ავიაიერიშის შედეგად დღეს ცეცხლი გაუჩნდა კიევის ოლქში, ვასილკოვში  მდებარე ნევთობაზას, ოკუპანტებმა იქ სულ მცირე 6 რაკეტა ისროლეს. ადგილზე მუშაობენ მაშველები, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

დღეს ასევე რუსულმა ძალებმა იერიში განახორციელეს კიევში სასურსათო პროდუქტების ერთ-ერთ საწყობზე.

რუსულ არმიას მთელი დღის მანძილზე საჰაერო იერიშები მიაქვს ქალაქ ჩერნიგოვზე, ოკუპანტებს აგრესიას ვერც ჩერნიგოვის საფეხბურთო მოედანი  გადაურჩა.

რუსებმა იერიში მიიტანეს ნიკოლაევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრზე.. მათ  ღამის განმავლობაში  რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს. 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა  რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვში განხორციელებულ მორიგ ავიაიერიშს.  ჭურვები საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაღუპულებს შორის 2 ბავშვია.

კიდევ ერთი ქალაქი სადაც მძიმე ვითარება ნარჩუნდება მელიტოპოლია. რუსმა ოკუპანტებმა წუხელ მელიტოპოლის მერი შენობიდან გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი  ამ დრომდე  უცნობია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში