აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ი უკრაინას უსაფრთხოების სფეროში უფრო მეტ დახმარებას გაუწევს და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს 53 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს. ბაიდენის თქმით, დღემდე კიევს ვაშინგტონმა უსაფრთხოების სფეროში მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია და უფრო მეტი თავდაცვითი აღჭურვილობა გზაშია. ჩვენ ვათანხმებთ ჯავშან და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიწოდებას ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნორებთან. აშშ-ი პოლონეთში გაგზავნის პატრიოტის ტიპის ორ სარაკეტო სისტემას აგზავნის, რომლებმაც სამხედროების თქმით, ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან უნდა დაიცვას ამერიკისა და მოკავშირე ძალების,ასევე ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორია. თეთრი სახლი უკრაინელი ლტოლვილებისთვისაც აპირებს დახმარებას. პოლონეთმა უკვე მიიღო მილიონ 200 ათასი უკრაინელი ლტოლვილი, რუმინეთმა 292 ათასამდე. უკრაინა სულ 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.ნატო აცხადებს, რომ მას არ სურს ბირთვულ სახელმწიფოსთან- რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტი, პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკული ჯარის უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა გამორიცხა.