მორიგი შეხვედრა ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად. საინფორმაციო შეხვედრაზე ორთაბათუმის მცხოვრელების კითხვებს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობდა.
პარალელურად, გამსვლელი ბრიგადების საშუალებით, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ჩაეტარებინათ ვაქცინაცია.
შეხვედრები პროექტის – „ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია“ ფარგლებში იმართება. კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის თვეშიც გრძელდება.