რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამთავრობო თათბირი გამართა და რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს ისეთი მოვლენა, რომელსაც ისინი ვერ მოაგვარებენ.
„ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ. ბევრი ქვეყანა უკვე ადაპტირებულია, რომ იცხოვროს მოხრილმა და მიიღოს თავისი ბატონის ყველა გადაწყვეტილება, რუსეთი ასეთ სავალალო და დამცირებულ მდგომარეობაში ვერ იარსებებს. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო. ეს ახლაც მოხდა და დარწმუნებული ვარ, მთავრობის წევრების, ჩვენი წამყვანი კომპანიების წყალობით, ყველა ამ სირთულეს გადავლახავთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.