Western Union რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს

10 მარტი 2022, 20:18 1111 ნახვა

ფულადი გადარიცხვის სისტემა Western Union რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს,  -  ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ შოკს, მწუხარებას ამ ტრაგედიისა და ჰუმანიტარული კატასტროფის გარშემო. ჩვენ ასევე ჩავერთეთ ფართო დიალოგში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად რუსეთსა და ბელარუსში ჩვენ სერვისებთან დაკავშირებით. საფუძვლიანად შევაფასეთ შიდა და გარე მოსაზრებები, მათ შორის შედეგები ჩვენი პარტნიორებისთვისა და მომხმარებლებისთვის. საბოლოო ჯამში, უკრაინაზე რუსეთის ხანგრძლივი თავდასხმის გავლენის ფონზე, მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთსა და ბელარუსში ჩვენი ოპერაციების შეჩერების თაობაზე“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი