რუსეთი არ ჩერდება. ის ამჯერად ოდესის დასაბომბად ემზადება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, წუხელ პირველი ჩვენებები მისცეს რუსეთის ჩამოგდებული თვითმფრინავების მფრინავებმა. გარდა ამისა, უკრაინის დამცველებმა მიიღეს რუკები, რომლებიც ადასტურებს, რომ უკრაინაზე შეტევა და უკრაინული ქალაქების დაბომბვა რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ თავიდანვე დაიგეგმა.